ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, სოციალური დისტანციის დაცვა და ყველა წესის გათვალისწინება, რათა სექტემბერში სკოლის დაწყებას საფრთხე არ შეექმნას.

"თუ ჩვენი ქცევა იქნება ისეთივე, როგორიც დღეს — არა ნიღბის ტარება, არა სოციალური დისტანცირება, ეს რა თქმა უნდა მიგვიყვანს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ შესაძლოა, რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას. აქედან გამომდინარე სრული მობილიზაციაა საჭირო, რომ ჩვენს ბავშვებს მიეცეთ უსაფრთხო სკოლებში განათლების მიღების საშუალება", — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის სწავლის დაწყებასთან დაკავშირებული ცვლილებები არ იგეგმება. თუმცა, ცვლილებები დამოკიდებულია საზოგადოებაზე, რამდენად გაითვალისწინებენ და დაიცავენ წესებს.