დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ამ დროისთვის, ლენჯერში ჯამში კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 5 თბილისში გამოვლინდა და ისინი ერთი ოჯახის წევრები და ნათესავები არიან. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გუშინ სვანეთში ტესტირება 400-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა და აქედან მხოლოდ 12 შემთხვევა დადასტურდა.

"დღეისთვის, გუშინ აღებული ტესტებიდან, 600-მდე ტესტი ჩასულია ქუთაისში და დაწყებულია ანალიზები. 400-ზე მეტი ტესტი ჩატანილია ზუგდიდშიც და დაწყებულია ანალიზები. ჯამში გუშინ 1000 ადამიანის გამოკვლევა მოხდა. კვლევები დღესაც მიმდინარეობს. გუშინ იყო 4 სოფელში, დღეს ეს არეალი უფრო გაფართოვდება", — აცხადებს იმნაძე.

კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების გამო, მესტიაში შესვლა და გამოსვლა შეზღუდულია. თავდაპირველად, Covid-19 ერთი ოჯახის 17 წევრს დაუფიქსირდა, რის შედეგადაც მესტია ჩაკეტეს.

ჯამში, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 278-მდე გაიზარდა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 1058 ადამიანი, გარდაცვლილი — 17. კარანტინის რეჟიმში 7 718 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 245 პაციენტია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: