დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

სვანეთიდან საკარანტინო სივრცეებში 919 ადამიანი გადაიყვანეს. პრემიერმინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ინფიცირებულთა სრული რაოდენობა დადგენილი არ არის, სავარაუდოდ, მესტიის ვირუსის აფეთქებას არ უნდა ველოდოთ.

"მესტიის ვირუსის აფეთქებას, ალბათ, მივუსწარით, თუმცა ჯერ სრულად სურათი არ გვაქვს. დღის ბოლომდე ამ ათასი ნიმუშის შედეგები გვექნება და გვეცოდინება, რა ხდება სვანეთში. 7 700 გვყავს კარანტინში", — განაცხადა გახარიამ.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთიდან დაბრუნების გამო დაძაბული სიტუაციაა, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს რომ საკარანტინო სივრცეების მართვა იყოს ეფექტური.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: