დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად სენატორი კამალა ჰარისი დაასახელა. კალიფორნიელი სენატორი პირველი შავკანიანი ქალი იქნება, რომელიც ამ თანამდებობისთვის იბრძოლებს.

კამალა ჰარისი საპრეზიდენტო რბოლაშიც იყო ჩართული, თუმცა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

ჯო ბაიდენმა ტვიტერზე დაწერა, რომ მას დიდი პატივი ერგო თავის მეწყვილედ კამალა ჰარისი დაესახელებინა.

წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ჰარისის კანდიდატურას ტვიტერზე მხარი უკვე დაუჭირა. მის წარდგენას დადებითად გამოეხმაურნენ ბილ და ჰილარი კლინტონებიც.

საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. ჯო ბაიდენი მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძლიერ კონკურენტად მიიჩნევა. ტრამპის მეწყვილე კვლავ მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი იქნება.