შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევებით მათ 11 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. უწყების ინფორმაციით, აქედან 7 შემთხვევა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებში დაფიქსირდა.

3 შემთხვევა მესტიის მუნიციპალიტეტში გამოუვლინდა მეხანძრე-მაშველს, დაცვისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელებს. ამასთან, კორონავირუსი თბილისში დაცვის პოლიციის ერთ ინსპექტორს გამოუვლინდა.

უწყების ცნობით, ეპიდემიოლოგები დაინფიცირებულების კონტაქტებს იკვლევენ. 20-ზე მეტი თანამშრომელი უკვე გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში.

შსს-ს ინფორმაციით, ყველა დაინფიცირებულის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.