ქობულეთში, სოფელ გვარაში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა კაცმა ცივი იარაღით სამართალდამცავი დაჭრა. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ბრალდებული კი დაკავებულია.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.