რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, Covid-19-ის წინააღმდეგ რუსეთში შექმნილმა ვაქცინამ მარეგულერებლის თანხმობა ორ თვეში ნაკლებ დროში მოიპოვა.

მისი განცხადებით, ვაქცინამ გაიარა ყველა საჭირო შემოწმება და მისმა ქალიშვილმა, რომელსაც უმნიშვნელო ტემპერატურის ზრდა უფიქსირდებოდა, უკვე მიიღო პრეპარატი.

რუსეთში ოფიციალური პირები გეგმავენ, რომ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი ოქტომბერში დაიწყონ.

პუტინის განცხადებით, ეს მსოფლიოში პირველი ვაქცინაა, ის მოსკოვის Gamaleya ინსტიტუტის მიერ შეიქმნა და ვირუსის წინააღმდეგ "მდგრადი იმუნინტეტის" შექმნას ისახავს მიზნად. მან თქვა, რომ ვაქცინა "საკმაოდ ეფექტურია", თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობს.

ვაქცინასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ მირაშკომაც და თქვა, რომ ვაქცინამ "დაამტკიცა, რომ არის ეფექტური და უსაფრთხო", ხოლო ვაქცინის შექმნას "ვირუსზე კაცობრიობის გამარჯვებისკენ" ერთი ნაბიჯის გადადგმა უწოდა.

როგორც BBC წერს, ექსპრეტები რუსეთის საქმიანობის სიჩქარის გათვალისწინებით საკითხს დიდი ინტერესით ეკიდებიან და ფიქრობენ, რომ მეცნიერები წესების გვერდის ავლით მოქმედებდნენ. გასულ კვირას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მოუწოდა რუსეთს, ვაქცინის შექმნის პროცესში საერთაშორისო სტანდარტებს მიჰყვეს.

WHO-მ განაცხადა, რომ ისინი რუს მაღალჩინოსნებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს ვაქცინის გადახედვის ვალდებულებასთან დაკავშირებით.

BBC წერს, რომ ამ დროისთვის, რუსული ვაქცინა არაა იმ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექვს ვაქცინას შორის, რომლებმაც კლინიკური ცდების მესამე ფაზას მიაღწიეს და ადამიანებში ფართომასშტაბიანი ტესტირებისთვის იქნება გამოყენებული.

რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ვაქცინის თაობაზე ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ექიმებიც სკეპტიკურად შეხვდნენ.

"ხშირად რაღაცის პოვნა ან თუნცდაც ვაქცინის არსებობა, რომელიც მუშაობს, ძალიან განსხვავდება ვაქცინისგან, რომელმაც ყველა ეტაპი გაიარა და სრულად მზადაა", — აცხადებენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში.

11 აგვისტოს მონაცემებით, რუსეთში Covid-19-ის 890 799 დადასტურებული 14 973 გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება. ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, რუსეთი მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: