ნიგერიელ მომღერალს "მუჰამედის შეურაცხყოფისთვის" სიკვდილით დასჯა ემუქრება
ნიგერიის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონში მომღერალს სიკვდილით დასჯა ემუქრება წინასწარმეტყველ მუჰამედისადმი "მკრეხელური" ქმედების ჩადენის გამო.
შარიათის უზენაესი სასამართლოს განჩინებით, 22 წლის იაჰაია შარიფ-ამინუს ბრალი ედება მარტის თვეში WhatsApp-ით მკრეხელური სიმღერის გავრცელებაში.
შარიფ-ამინუ ბრალდებას არ უარყოფს.
მოსამართლე ხადი ალიუ მუჰამად ქანის განცხადებით, მას შეუძლია ვერდიქტის შეცვლა მოითხოვოს.
მეტწილად მუსლიმებით დასახლებულ ჩრდილოეთ ნიგერიაში მოქმედებს სამოქალაქო სამართალიც და შარიათის კანონებიც, რომელიც არამუსლიმებს არ ეხება.
1999 წელს ქვეყანაში შარიათის კანონების დაბრუნების შემდეგ ერთი სასიკვდილო განაჩენი აღსრულდა.
მომღერალი, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, სიმღერის დაწერის შემდეგ იმალებოდა.
თუმცა პროტესტის ტალღა მაშინვე გაჩნდა. ადგილობრივებმა მომღერლის სახლი დაწვეს, ისლამური პოლიციის შტაბთან შეიკრიბნენ და მისი დაკავება მოითხოვეს.
სიმღერის მკრეხელურად მიჩნევის მიზეზი ის გახდა, რომ მასში ერთ-ერთი იმამი იმდენადაა განდიდებული, რომ წინასწარმეტყველ მუჰამედსაც კი აღემატება.
"განაჩენი ასეთი დანაშაულის განმეორების პრევენციას მოახდენს"
მომიტინგეების ლიდერი, იდრის იბრაჰიმი, რომელიც მომღერლის დაპატიმრებას მარტში ითხოვდა, ამბობს, რომ განაჩენი სხვებისთვის გაფრთხილება იქნება, რათა "იაჰაიას საქციელზე დაფიქრდნენ".
"როცა განაჩენი მოვისმინე, ძალიან გამიხარდა, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს პროტესტს უკვალოდ არ ჩაუვლია", — ამბობს იბრაჰიმი, — "ეს განაჩენი გაფრთხილება იქნება მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ჩვენს რელიგიას ან წინასწარმეტყველს შეურაცხყოფს და ამას არაფერი მოჰყვება".
ვინ არის იაჰაია შარიფ-ამინუ?
მარტამდე, მომღერლის დაპატიმრებამდე, მას ბევრი არ იცნობდა.
ისლამური საგალობლების მომღერალი ჩრდილოეთ ნიგერიაში პოპულარული არ ყოფილა, მის სიმღერებს კი არსად უსმენდნენ იმ სექტის გარდა, რომლის წევრიც შარიფ-ამინუა და რომელსაც არაერთი ასეთი მომღერალი ჰყავს მიმდევრებს შორის.
რამდენად ხშირია სიკვდილით დასჯა შარიათის სამართალში?
სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა რამდენიმე შემთხვევის მონაწილეს, მაგალითად, ქალს, რომელსაც ქორწინების გარეშე ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა — თუმცა, საბოლოოდ, მხოლოდ საზოგადოდ დაიგმო ეს შემთხვევები.
განაჩენის აღსრულება მხოლოდ ერთხელ, 2002 წელს მოხდა, როცა ცოლის და შვილების მკვლელობაში ბრალდებული კაცი სიკვდილით დასაჯეს.
ნიგერიის შარიათის სასამართლო სასჯელის უმაღლესი ზომით ბოლოს 2016 წელს, აბდულაზიზ ინიასს ემუქრებოდა, რომელსაც ასევე ისლამისადმი მკრეხელობისთვის ჰქონდა ბრალი წაყენებული.
ბრალდების მიზეზი კი მისი განცხადება გახდა, რომ შეიხ იბრაჰიმ ნიასე, მისი სექტის სენეგალელი დამფუძნებელი, რომელსაც დასავლეთ აფრიკაში ბევრი მიმდევარი ჰყავს, "მუჰამედზე დიადი იყო".
განაჩენი არ აღსრულებულა, რადგან სიკვდილით დასჯის ბრძანებას ნიგერიაში სახელმწიფოს ხელმოწერილი დოკუმენტი სჭირდება. თუმცა ინიასი კვლავ პატიმრობაში რჩება.
როგორ მუშაობს ნიგერიის შარიათის სასამართლო
ნიგერიის ჩრდილოეთით მდებარე მუსლიმებით დასახლებულ 12 რეგიონში კვლავაც მოქმედებს შარიათის კანონები, თუმცა მისი მოქმედება მხოლოდ მუსლიმებზე ვრცელდება.
შარიათის სისტემას, რომელსაც საკუთარი სააპელაციო სასამართლოც აქვს, განიხილავს როგორც სამოქალაქო, ასევე სისხლის სამართლის დანაშაულში მონაწილე მუსლიმების საქმეებს, ხოლო მისი განაჩენი ასევე შეიძლება გასაჩივრებულ იქნას ნიგერიის სეკულარულ სასამართლოებსა და უზენაეს სასამართლოში.
შარიათის მოსამართლეები, რომელთაც ალკალები ჰქვიათ, სწავლობენ როგორც ისმალურ, ასევე სეკულარულ სამართალს.
თუკი საქმეში ფიგურირებს მუსლიმის და არამუსლიმის სახელი, არამუსლიმს აქვს არჩევანის უფლება, გადაწყვიტოს, სად სურს, რომ მისი საქმე განიხილოს. შარიათის სასამართლოს საქმის განხილვის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ არამუსლიმისგან წერილობითი თანხმობა აქვს მიღებული.
შარიათის სასამართლოსგან გამოტანილი განაჩენი შეიძლება იყოს გამათრახება, კიდურის მოკვეთა და სიკვდილით დასჯაც.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
კომენტარები