პანდემიის პირობებში მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო გაიზარდა საცალო გაყიდვებში ელექტრონული კომერციის წილი. საქართველოში ონლაინ საცალო გაყიდვების წილი ამ ეტაპზე მაინც ძალიან დაბალია და სხვადასხვა კვლევების თანახმად, საერთო საცალო გაყიდვების მხოლოდ 1-2%–ს შეადგენს. თუმცა, როგორც სხვა განვითარებადი ქვეყნების მაგალითებიც გვიჩვენებს, რამდენიმე წელში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

მაგალითად, პოლონეთში, 2016-19 წლებში ონლაინ გაყიდვების მოცულობა 80%-ით გაიზარდა. მიმდინარე წელს კი ქვეყნის მოსახლეობის 60% ელ. კომერციის პლატფორმებს იყენებს, რაც ამ სეგმენტის განვითარებისა და, შედეგად, ბაზრის მოთხოვნის ცვლილებების დამსახურებაა.

არსებულ ტრენდს თუ დავაკვირდებით, ონლაინ გაყიდვების წილი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ქართული ბაზრის ინტერესების ცვლილებასთან ერთად, აქტიურად იზრდება. ზრდა სრულად დამოკიდებულია ახალი მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული პლატფორმების შექმნასა და განვითარებაზე, რომელთა მთავარი მიზანიც, ელ. კომერციის განვითარებასთან ერთად, ონლაინ გაყიდვების ბაზრის წილის ზრდა იქნება. თუმცა, სამშენებლო და სარემონტო მასალების შეძენა მომხმარებელს ონლაინ სივრცეში ყოველთვის უჭირდა. სწორედ ამიტომ ამ კომპანიების რიცხვს ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მიჰაუსიც შეუერთდა და პირველად საქართველოში დააწესა ონლაინ ფასდაკლების დღე — ოთხშაბათი.

"მასალების შეძენა მომხმარებელს ონლაინ ყოველთვის უჭირდა, რადგან რთულია რეალური სურათის დანახვა და იმის აღქმა, თუ როგორი იქნება დასრულებული პროექტი, ამიტომ მომხმარებელი სამშენებლო და სარემონტო მასალების შერჩევას და ერთმანეთზე შეხამებას ძალიან დიდ დროს უთმობს ხოლმე. პროდუქტის შერჩევის გასამარტივებლად მომხმარებელს ვთავაზობთ დიზაინერის მომსახურების სერვისს რომელიც შექმნის და მიაწვდის მომხმარებელს სახლის რეალურ დიზაინს იმ პროდუქტების გამოყენებით, რომელსაც მომხმარებელი აარჩევს. შესაბამისად ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს გარისკვა ფაქტიურად აღარ უწევს, რადგან რემონტის დაწყებამდე ხედავს, თუ როგორი იქნება მისი სახლის საბოლოო სახე, რაც უმარტივებს როგორც რემონტის, ასევე მასალების შერჩევისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს", — ამბობს გოგა ბიბილური, მიჰაუსის ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი.

საქართველოში ციფრული მარკეტი ბევრ კომპანიას არ აქვს იდეალურად მოწესრიგებული. ონლაინ გაყიდვების საიტი რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემის გადაწყვეტაში უნდა ეხმარებოდეს მომხმარებელს.

"1 — არ უნდა დაჭირდეს სახლიდან გასვლა. სწორედ ამიტომ მომხმარებელს ვთავაზობთ სახლის კარამდე მიტანის სერვისს. 2 — პროდუქტის აღწერილობამ უნდა შეუქმნას რეალური წარმოდგენა პროდუქტის შესახებ, ჰიპერმარკეტის გახსნამდე 40 000–ზე მეტი ფოტო გადავიღეთ, რომელიც რეალურად ასახავს პროდუქტს. ასევე, ვებ გვერდს ყოველდღიურად ემატება პროდუქტების აღწერა, რომელიც ამარტივებს პროდუქტების შედარებისა და შერჩევის პროცესს 3 — დაეხმაროს პროდუქტის არჩევაში. ვებ გვერდის ონლაინ სივრცეში გაშვებამდე შევქმენით რემონტის გზამკვლევი, რომელიც მომხამრებელს აცნობს თითოეულ პროდუქტს, ეხმარება მათ შედარებაში და რაც მთავარია, აძლევს რჩევებს, თუ რას უნდა მიაქციოს ყურადღება პროდუქტის შეძენის დროს. დაბოლოს, დაეხმაროს რემონტის დაგეგმვაში რისთვისაც მომხმარებელს დიზაინერის მომსახურებისა და VR–სერვისს ვთავაზობთ, რომელიც, როგორც მანამდეც მითქვამს, მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, რეალურად წარმოიდგინოს, როგორი იქნება მისი დასრულებული პროექტი", — აცხადებს გოგა ბიბილური.

მიჰაუსის ვებ გვერდზე მომხმარებელს ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში შეუძლია პროდუქტის შეძენა. მიმდინარე პანდემიიდან გამომდინარე, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდ სამშენებლო–სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტში ყოველი ოთხშაბათი სადეზინფექციო დღედ არის გამოცხადებული, სწორედ ამიტომ ოთხშაბათი ონლაინ ფასდაკლების დღედ გამოცხადდა და მომხმარებელს 19 აგვისტოდან ყოველ ოთხშაბათს შეეძლება მიიღოს ექსკლუზიური ფასდაკლებები.