ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ახალქალაქში 27 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა 30 სექტემბერს გაიმართება.

8 აგვისტოს ახალქალაქში დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც კაცი მოკლეს. მკვლელობის შემდეგ ქალაქში არეულობა დაიწყო, დაწვეს რამდენიმე სახლი და მანქანა. მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი 9 აგვისტოს დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლისა და 236 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით მიმდინარეობს, რაც განზრას მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და ტარებას გულისხმობს.