საზოგადოებრივი ორგანიზაციები ეხმაურებიან თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მედიაში გაშუქების პროცესს და აცხადებენ, რომ მედიამ უნდა გაიაზროს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მნიშვნელობა.

ორგანიზაციები ძირითად აქცენტს აკეთებენ მთავარ არხზე გასულ გადაცემაზე, რომელიც შეეხებოდა თამარ ბაჩალიაშვილი პირადი ინტიმური ურთიერთობების დეტალებს.

ხელმომწერი ორგანიზაციები მიუღებლად მიიჩნევენ გადაცემის წამყვანის მიერ გაჟღერებულ პოზიციას — "როდესაც საქმე მიმდინარეობს თვითმკვლელობაზე, პირადი ცხოვრება ხდება გამჭირვალე".

ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისა, ინტერვიუზე განხილული პირადი ცხოვრების დეტალები არ იძლეოდა საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას და შესაბამისად, მათი გაშუქება არ ემსახურებოდა მაღალ საჯარო ინტერესს.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  • კავშირი საფარი;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • თანასწორობის მოძრაობა;
  • უფლებები საქართველო;
  • ღია საზოგადოების ფონდი;
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი;
  • ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (JRC);
  • მედიაკლუბი;
  • სატელევიზიო ქსელი;
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია;
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)