შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ქვეყანაში გაზრდილი კრიმინალური სიტუაცია "ჩვეულებრივი თემაა".

"გასაკვირი რაა ამაში, ეს ჩვეულებრივი თემაა, ყოველ წელიწადს ხდება და სულ მოხდება. ხან იზრდება, ხან აკლდება", — განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება ბოლო დროის გახმაურებულ მკვლელობებს, შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეს, გომელაურმა აღნიშნა, "ნუ შეფუთავთ გამოუძიებელ საქმედ", გამოძიება მიმდინარეობს და სამინისტრო ყველაფერს აკეთებს.