სლოვაკეთი ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით 3 რუს დიპლომატს აძევებს
სლოვაკეთი ზელიმხან ხანგოშვილი საქმესთან დაკავშირებით რუსეთის საელჩოს სამ თანამშრომელს აძევებს. მათ ქვეყანა 13 აგვისტომდე უნდა დატოვონ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს და ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ამბობს, რომ საელჩოს თანამშრომლების ქვეყნიდან გაძევება, სავარაუდოდ, გასულ წელს ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას უკავშირდება. მათივე ინფორმაციით, სლოვაკეთის მთავრობა სამი პირის ქვეყნიდან გაძევების მიზეზად ვიზების ბოროტად გამოყენებას ასახელებს.
BBC წერს, რომ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს-სპიკერის თქმით, საელჩოს თანამშრომლების საქმიანობა დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციას ეწინააღმდეგებოდა და ამბობს:
"გარდა ამისა, მოხდა სანკტ-პეტერბურგში სლოვაკეთის საელჩოს მიერ გაცემული ვიზების ბოროტად გამოყენება, რაც ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარ სერიოზულ დანაშაულს უკავშირდება" — განაცხადა პრეს-სპიკერმა.
BBC-ის ინფორმაციით, ადგილობრივი მედია წერს, რომ ხანგოშვილის მკვლელობის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი ევროკავშირში სლოვაკეთის ვიზით გადაადგილდებოდა.
ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიაში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. მალევე მის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს, რომელიც რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა.
გერმანიის პროკურატურის განცხადებაში მკვლელობაში ბრალდებულის გვარს არ ამბობენ და მხოლოდ ვადიმ კ.-თი მოიხსენიებენ. 2019 წლის დეკემბერში Bellingcat-მა გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმად, ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს ვადიმ კრასიკოვი ჰქვია, ხოლო გერმანიაში ის ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტით ჩავიდა.
როგორც გერმანიის საგამოძიებო უწყების ტექსტშია აღნიშნული, 23 აგვისტოს ბერლინის ერთ-ერთ პარკში ვადიმ კრასიკოვი ზელიმხან ხანგოშვილს ველოსიპედით უკნიდან მიუახლოვდა და Glock 26-ის ტიპის იარაღიდან ესროლა.
რუსეთის ხელისუფლება ხანგოშვილის ლიკვიდაციაში თანამონაწილეობას უარყოფს. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მას "ბოევიკს" უწოდებდა და ამბობდა, რომ მოსკოვის მეტროს აფეთქებაში იყო დამნაშავე. მისივე თქმით, რუსეთი გერმანიისგან ხანგოშვილის გადაცემას მოითხოვდა. გერმანია კი ამას უარყოფდა და რუსეთს მკვლელობის ბრძანებაში ადანაშაულებდა.
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები