ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ბრიფინგიდან მას შემდეგ გაიყვანეს, რაც თეთრი სახლის მახლობლად გაისროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

უცხოური მედიის ცნობით, ცეცხლი საიდუმლო სამსახურის ოფიცერმა გახსნა და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც უცნობი პირი "აგრესიულად" მიუახლოვდა და უთხრა, რომ შეიარაღებული იყო.

ინცინდენტის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტი ოთახიდან გაიყვანეს, ხოლო ბრიფინგის ოთახი, ჟურნალისტებთან ერთად ჩაკეტეს.

მედიის ცნობით, ტრამპი ოთახში 9 წუთის შემდეგ დაბრუნდა და საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

"ისინი ფანტასტიკური ხალხია, საუკეთესოთა შორის საუკეთესონი. მათ უბრალოდ უნოდათ, ცოტა ხნით გავსულიყავი, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ გარეთ ყველაფერი კარგად იყო", — განაცხადა ტრამპა დაბრუნების შემდეგ.

მედიის ცნობითვე, დაჭრილი პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა კრიტიკულია. დაზუსტებით არ არის ცნობილი, ჰქონდა თუ არა მას იარაღი ნამდვილად.