შინდისის ბრძოლა არის გამორჩეული და შთამბეჭდავი გმირობის ისტორია — ღარიბაშვილი
შინდისის ტრაგედიიდან 12 წელი გავიდა. თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გმირთა მემორიალს ესტუმრა და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
"შინდისის ბრძოლა არის მართლაც ჩვენი თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და შთამბეჭდავი თავგანწირვისა და გმირობის ისტორია. ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნას, ჩვენ ქედს ვიხრით მათი დიდების და სულების წინაშე", — განაცხადა მინისტრმა.
მან ასევე, მადლობა გადაუხადა დაღუპული გმირების მშობლებს და აღნიშნა, რომ ეს არის ის მაგალითი, რომელზეც თაობები უნდა აღიზარდოს.
"მათ მშობლებს კიდევ ერთხელ მადლობას ვეუბნებით, რომ ასეთი გმირები აჩუქეს და აღუზარდეს ჩვენს სამშობლოს. ეს არის ის გმირობის მაგალითი, რომელზეც ჩვენი შვილები უნდა აღიზარდონ და სწორედ ამ 17-მა ვაჟკაცმა აჩვენა სამაგალითო თავგანწირვა და გმირობა", — აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა: ალექსანდრე ონიანი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, ზვიად კაცაძე, ემზარ წილოსანი, ილია შეყლაშვილი, ფელიქს კაკაურიძე, ირაკლი ჯანელიძე, თეიმურაზ ბერიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, ვეფხვია ჯიშკარიანი, მიხეილ დვალიშვილი, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ილია გაბუნია და შმაგი კუპატაძე.
ასევე წაიკითხეთ:
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
კომენტარები