დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

11 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 44 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 14 ახალი შემთხვევიდან 2 გაჩიანიდანაა, 9 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ხოლო სამი იმპორტირებული შემთხვევაა, რომელთაგანაც 2 სატვირთო ავტომობილის მღოლია.

ჯამში, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 264-მდე გაიზარდა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 1054 ადამიანი, გარდაცვლილი — 17. კარანტინის რეჟიმში 6 930 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 263 პაციენტია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: