ანტონიო ბანდერასს კორონავირუსი დაუდგინდა. Pain and Glory-ის მსახიობმა ეს დიაგნოზი ორშაბათს, 10 აგვისტოს, თავის მე-60 დაბადების დღეზე ტვიტერზე განაცხადა .

"ყველას მოგესალმებით. მსურს, გავასაჯაროვო, რომ დღეს, 10 აგვისტოს, იძულებული ვარ, ჩემი მე-60 დაბადების დღე კარანტინში აღვნიშნო, რადგან COVID-19 დამიდგინდა", — თქვა ბანდერასმა.

"მინდა, ისიც დავამატო, რომ შედარებით კარგად ვარ. უბრალოდ, ცოტა უფრო მეტად ვარ დაღლილი, ვიდრე ჩვეულებრივ. ვიმედოვნებ, რომ რაც შეიძლება მალე გამოვჯანმრთელდები ექიმის მითითებების წყალობით, რომლებიც, იმედია, დამეხმარება იმ ინფექციის დაძლევაში, რომელმაც უკვე ამდენი ადამიანი დააზიანა მთელი პლანეტის მასშტაბით", — დაწერა მსახიობმა.

ოსკარის ნომინანტმა განაცხადა, რომ ის იზოლაციით "ისარგებლებს": წაიკითხავს, დაწერს, დაისვენებს და გააგრძელებს "იმ გეგმების შედგენას, რომლებიც მის ახალ 60 წელს შესძენს აზრს". განცხადებას ბანდერასმა თავისი ბავშვობის ფოტო დაურთო:

ამ განცხადებით ბანდერასი შეუერთდა იმ ცნობილი ადამიანების სიას, რომლებმაც კორონავირუსის დიაგნოზი საჯაროდ განაცხადეს. მათ შორის არიან ტომ ჰენკსი, რიტა უილსონი, ენდი კოენი, ლენა დანჰემი, Pink და იდრის ელბა.

წინა წლის ოქტომბერში ბანდერასმა People-თან ინტერვიუში განაცხადა, თუ როგორ იმოქმედა 2017 წელს გულის შეტევამ მის ცხოვრებისეულ შეხედულებებზე.

"ასეთი რაღაც როცა გემართება — სიკვდილს პირისპირ ხედავ — ძალიან ბევრ რამეს ეფინება ნათელი", — თქვა მან.

ფოტო: Getty Images

ბანდერასს გულის შეტევა 2017 წლის იანვარში ჰქონდა, როდესაც ვარჯიშისას გულმკერდის მიდამოში ტკივილები დაეწყო. "26 იანვარს მე გულის შეტევა მქონდა, თუმცა სერიოზული არ იყო და ზიანი არ გამოუწვევია", — განუცხადა მან ჟურნალისტებს იმ წლის მარტში.

The Spy Kids-ის მსახიობმა ახსნა, რომ მისი ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენების შემდეგ მან გაიაზრა, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი: "ოჯახი, მეგობრები და იმ მსახიობის დაბრუნება, რომელიც მე ოდესღაც ვიყავი".