აქტიური ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ზოგჯერ გვინდა ჩვენს თავს უბრალოდ მოდუნების და გარემოსთან განმარტოვების საშუალება მივცეთ. საქართველოში უამრავი ადგილია, სადაც შეგიძლია მშვიდად გაატარო დრო, იმის მიუხედავად ურბანულ გარემოსთან ახლოს ყოფნა გინდა, ველურ ბუნებასთან ურთიერთობა თუ უბრალოდ მშვიდ ქუჩებში ხეტიალი.

1. თელავი

ფოტო: Shutterstock commons

პირველ რიგში, ასეთ ადგილად შეიძლება საქართველოს უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი არქიტექტურის ქალაქი - თელავი დასახელდეს. აქ ყველაფერია შენი მშვიდი დასვენებისთვის. გარდა ამისა, თელავი საქართველოს ქალაქებს შორის, ჰაერის დაბინძურების კუთხით ყველაზე სუფთა ქალაქია და ამ მხრივ ჩვენს სახელგანთქმულ კურორტებსაც არ ჩამოუვარდება. საკმარისი გამწვანება და მყუდრო უხმაურო ქუჩები, ნამდვილად მოგცემს განტვირთვის და მოდუნების შესაძლებლობას. ამასთანავე, თელავში საკმაოდ კარგად არის განვითარებული სხვადასხვა საჭირო სერვისი, რომელიც აუცილებელია სრულფასოვანი დასვენებისთვის.

2. აბასთუმანი

ფოტო: Shutterstock commons

აბასთუმანი ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში ამოზიდული მარგალიტია ზღვის დონიდან 1 340 მეტრზე. აქ არსებული ჰაერის თუ წყლების სამკურნალო თვისებები საუკუნეების წინ შენიშნეს. ციცაბო ფერდობზე გაშენებული წიწვოვანი ხეები, რომელთანაგაც ფიჭვი დომინირებს ყვავილობის პერიოდში განსაკუთრებულად სასარგებლოა. დღემდე აბასთუმანი რჩება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ და სუფთა კურორტად.

3. ცემი

ფოტო: Yasuhiro Kojima / Wikipedia

ცემი ბორჯომიდან სულ 17 კილომეტრით არის დაშორებული და ზღვის დონიდან 1 120 მეტრზე მდებარეობს. აქ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბორჯომის ხეობის მდიდარი მცენარეული საფარი. ხეობის 2/3 დაფარულია ტყითა და ბუჩქნარით, სადაც მცენარეთა 1600-ზე მეტი სახეობაა გავრცელებული.

4. შოვი

ფოტო: Shutterstock commons

რაჭის სილამაზეს საზღვარი არ აქვს, მომენტალურად გრძნობ განსაკუთრებულ სიმშვიდეს და ჰარმონიას ბუნებასთა, ეს ყველაფერი კი ზემო რაჭის, ფაქტობრივად ბოლო სოფელში (თუ ღებს არ ჩავთვლით, რომელიც დისტანცირებულია დასახლებული პუნქტებიდან) - კურორტ შოვში ბევრად მძაფრად იგრძნობა. შოვი, როგორც კურორტი მეოცე საუკუნის 30-იან წლებში მოეწყო და ის დღემდე ინარჩუნებს სისტემურად ჩამოყალიბებულ სახეს, რაც გეგმით იყო გათვალისწინებული და შეიქმნა ყველა პირობა იმისათვის, რათა მაღალი სტანდარტების სამთო კურორტი შექმნილიყო.

5. ციხისძირი

ფოტო: Shutterstock commons

თუ სიმშვიდესთან ერთად, ფანტასტიკური პლაჟიც გინდა ბონუსად, მაშინ ციხისძირისკენ უნდა აიღო გეზი. ამ დაუჯერებელი სილამაზის ზღვისპირა კურორტზე, ყველაფერია, რაც მშვიდი დასვენებისთვის და ზღვის ტალღებში ნებივრობისთვის დაგჭირდება.

გამგზავრებამდე კი მთაში, ბარში თუ ზღვაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით შეგიძლია მარტივად ნახო საშენო საცხოვრებელი rent.myhome.ge-ზე. ახალი პლატფორმის მეშვეობით ონლაინ დაჯავშნი შენთვის სასურველ ნებისმიერი ტიპის ქონებას, ეს იქნება ბინა, კოტეჯი, სახლი თუ აგარაკი და ვებგვერდიდან გაუსვლელად მიიღებ ინფორმაციას სხვა დამატებითი სერვისების შესახებ. ხოლო, თუ visa-ს ბარათით გადაიხდი, თანხის 20%, 100 ლარამდე უკან დაგიბრუნდება, ქეშბექის სახით.