ავსტრალია გუგლს და ფეისბუქს მედიაკონტენტისთვის ფულს გადაახდევინებს
ავსტრალია ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტებს, ფეისბუქს და გუგლს, ავსტრალიური გამოცემებისთვის ფულს გადაახდევინებს, რათა მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელ მედიას, რომელსაც მსოფლიოში გაეცნობიან.
ავსტრალიელი პოლიტიკოსის, ჯოშ ფრაიდენბერგის თქმით, ავსტრალია მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც წლეულს შემუშავებული კანონპროექტით ფეისბუქს და გუგლს მედიის მიერ შექმნილი საინფორმაციო კონტენტისთვის ფულს გადაახდევინებს.
"ეს გამართლებულია იმით, რომ ავსტრალიურ საინფორმაციო მედია საშუალებებს მხარი დავუჭიროთ წინსვლაში; რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გაზრდილ კონკურენციას, გაზრდილ მომხმარებლის დაცვას და მდგრადი მედიასივრცის შექმნას უზრუნველვყოფთ", — ამბობს ფრაიდენბერგი მელბურნელ რეპორტიორებთან საუბარში.
"ავსტრალიურ მედიასივრცეზე მეტად რისკის ქვეშ სხვა არაფერი იმყოფება", — დასძენს იგი.
ავსტრალიაში დაანონსებულ რეგულაციამდე ერთი დღით ადრე გუგლს და ფეისბუქს აშშ-ის კანონმდებლების ბრალდებებისგან თავის დაცვა მოუწიათ კონგრესის მოსმენაზე.
ადგილობრივი მედიასივრცის და აშშ-ის შემთხვევების შესწავლის შემდეგ, გასული წლის მიწურულს ავსტრალიის მთავრობამ ფეისბუქს და გუგლს შესთავაზა, მედიასაშუალებებებს მათი კონტენტის ნებაყოფლობით გამოყენებაზე მოლაპარაკებოდა.
რადგან ეს საუბარი უშედეგო აღმოჩნდა, ახლა კანბერა აცხადებს, რომ თუკი შეთანხმება 45 დღის განმავლობაში ვერ მიიღწევა, ავსტრალიის კომუნიკაციების და მედიის უწყება ხელისუფლების სახელით მიიღებს გადაწყვეტილებას.
გუგლის განცხადებით, რეგულაცია აიგნორებს იმ "მილიარდობით ვიზიტორს", რომელსაც საძიებო სისტემა ყოველწლიურად უგზავნის ავსტრალიურ მედიასაშუალებებს.
"ეს არის მრავალაზროვანი მესიჯი ბიზნესკორპორაციებისა და ინვესტორებისთვის, რომ ავსტრალიის ხელისუფლება ბაზრის მუშაობაში უხეშად ჩაერევა, ნაცვლად იმისა, რომ თვითრეგულირებადი სახე მისცეს მას", — ამბობს გუგლის ავსტრალიის და ახალი ზელანდიის მმართველი დირექტორი, მელ სილვა, საკუთარ განცხადებაში, — "რეალურად კი, იგი არანაირ არსებით როლს არ თამაშობს ბიზნესმოდელის ციფრული ეპოქისთვის ადაპტირებაში".
ფეისბუქი რეგულაციას კომენტარით არ გამოხმაურებია.
უსამართლო და დამაზიანებელი
სხვადასხვა მედიაკომპანია ხშირად მოუწოდებდა ავსტრალიის მთავრობას, ამერიკული კორპორაციები მოლაპარაკების მაგიდასთან მოეწვია, დიდი ხნის განმავლობაში რეკლამირების საფასურის გადახდაზე უარის თქმის შემდეგ.
"მაშინ, როცა სხვა ქვეყნები ტექნოლოგიური გიგანტების უსამართლო და დამაზიანებელ ქცევაზე საუბრობენ, ავსტრალიის მთავრობა მსოფლიოში პირველია, რომელმაც იმოქმედა", — ამბობს News Corp Australia-ს აღმასრულებელი თავჯდომარე, მაიკლ მილერი, საკუთარ განცხადებაში.
2019 წლის კვლევის შეფასებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 3 000-მა ჟურნალისტმა დაკარგა სამსახური ავსტრალიაში. მიზეზად კი ის სახელდება, რომ მედია კომპანიები გუგლს და ფეისბუქს რეკლამირებისთვის დიდ თანხას უხდიან, სანაცვლოდ კი, ისინი კონტენტის განთავსებისთვის არაფერს უბრუნებენ.
ფრაიდენბერგის თქმით, თუ კონფიდენციალურ მონაცემებს არ ჩავთვლით, ონლაინ-რეკლამირებაში დახარჯული ყოველი 100 ავსტრალიური დოლარიდან თითქმის მესამედი გუგლსა და ფეისბუქს ეკუთვნით.
მსგავსი რეგულაციის გატარება სცადეს სხვა ქვეყნებმაც, თუმცა ტექნოლოგიურ გიგანტებთან ვერაფერი გააწყეს.
გერმანიის, საფრანგეთის და ესპანეთის სხვადასხვა გამოცემები მოითხოვენ, რომ გუგლმა საავტოროს ღირებულება გადაიხადოს, როცა მათი სტატიებიდან აღებულ ნაწყვეტებს აქვეყნებს.
ამის პასუხად, 2019 წელს გუგლმა ევროპული გამოცემების სტატიებიდან აღებული ნაწყვეტების გამოქვეყნება შეწყვიტა ფრანგი მომხმარებლებისთვის. თუმცა გერმანიის უდიდესმა საინფორმაციო გამოცემამ, Axel Springer-მა, ნება დართო საძიებო სისტემას, საკუთარი კონტენტის ნაწილი გამოეყენებინა, რადგან ვებგვერდზე ვიზიტორების რაოდენობამ დაიკლო.
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
კომენტარები