საპარტნიორო ფონდი თელასის კუთვნილი აქციების წილის — 24,5 პროცენტის გასასხვისებლად საჯარო აუქციონს აცხადებს.

ფონდის განცხადებით, საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 511 211,08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობაა 50 000 ლარი. აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი აუქციონის გამოცხადების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად აშშ დოლარებში დაკონვერტირდება.

საჯარო აუქციონი 2020 წლის 10 აგვისტოს გამოცხადდა და 9 სექტემბერს საპარტნიორო ფონდის ოფისში ჩატარდება.