დღეს ფრაქცია საქართველოს პატრიოტების თავჯდომარემ გიორგი ლომიამ მთავრობის ათპუნქტიანი გეგმის ის ნაწილი გააკრიტიკა, რომელიც ფასების ზრდას გამოიწვევს:

"ამ ლოგიკით, ნავთობზე ფასის ზრდამ უნდა შეუწყოს ხელი მანქანების რაოდენობის შემცირებას ქალაქში, რაც პრინციპში პოზიტიური იქნება, იმიტომ რომ ნაკლები საცობი იქნება. ისევ ამ ლოგიკით პროდუქტზე ფასის ზრდამ ხელი უნდა შეუწყოს ადამიანებს, რომ აღარ გასუქდნენ და კაი ფორმაში იქნებიან. თუ ამ პოზიტივით ვუყურებთ ამ ყველაფერს, მაშინ ეს უბრალოდ სასაცილოა".