დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი მესტიაში მყოფ დამსვენებლებს მოუწოდებს, დარჩნენ იმ სასტუმროებში, სადაც ამ ეტაპზე არიან განთავსებულები.

"საწყის ეტაპზე ყველას მოვუწოდებთ, რომ დარჩნენ იმ ადგილებში და იმ სასტუმროებში, სადაც ისინი ამ ეტაპზე განთავსებულები არიან. მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიყოთ პირდაპირ კავშირში სასტუმროებთან, მაშასადამე, დამსვენებლებსაც მოვუწოდებთ, მაქსიმალური კონტაქტი იქონიონ იმ სასტუმროების მმართველ გუნდთან, რომელთანაც ისინი სტუმრად არიან", — განაცხადა მან.

ქვრივიშვილის თქმით, ყველასთან ეტაპობრივად მოხდება კომუნიკაცია იმისთვის, რომ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს სრული შესაძლებლობა, ადგილობრივად სვანეთშივე გაიაროს კარანტინი, ან მოხდეს მათი ორგანიზებულად გადაყვანა შესაბამის რეგიონებში, სადაც უკვე არსებობს საკარანტინე სივრცეები.

კორონავირუსის დღეს დაფიქსირებული 25 შემთხვევის გამო, რომელთაგანაც 17 მესტიაშია, მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა იზღუდება. მესტიაში მყოფ ყველა ტურისტს კი კარანტინის გავლა მოუწევს.

ამასთან, დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება ექნებათ მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში პირბადეების გამოყენება და ხელის ჰიგიენა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: