ბელალურის პრეზიდენტობის კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საკუთარ თავს გამარჯვებულად მიიჩნევს. მისივე თქმით, მის შტაბს ხმების ალტერნატიული დათვლის შედეგები აქვს.

"ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, როგორ აპირებს მშვიდობიანი გზებით ხელისუფლების გადაბარებას. მათ ერთადერთი მეთოდ აქვთ — ბელარუსებზე ძალადობა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამას არ იზამდნენ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასეთი რამ არ განმეორდეს", — განაცხადა ტიხანოვსკაიამ ბრიფიგნზე.

9 აგვისტოს ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნებს მოყვა. გამოსვლები გვიან ღამით, მას შემდეგ დაიწყო, რაც წინასწარი დათვლის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80 პროცენტი მიიღო, ხოლო სვეტლანა ტიხანოვსკაიამ — 10 პროცენტი.

ქალაქის სხვადასხვა ნაწილში, დემონსტრანტებისა და სპეცდანიშნულების რაზმის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ხმის მიცემის პროცედურის დამთავრებამდე რამდენიმე საათით ადრე ამოქმედდა. დედაქალაქში კი არმიის შეიარაღებული ნაწილები შევიდა. საღამოს ექვსი საათისთვის მინსკის ყველა ცენტრალურ მოედანსა და სამთავრობო შენობასთან სპეციალური კორდონი იდგა, გაჩერდა ქალაქის სატრანსპორტო სისტემა, დაიხურა ქალაქიდან შესასვლელი და გასასვლელი გზები

არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამოსული მოსახლეობა პოლიციამ რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. ხალხის ნაწილი დაშავებულია, ნაწილი პოლიციამ დააკავა.

20 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2019 წლის 20 ივნისს, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელისუფლებამ 3 სახეობის იარაღი და 5 სახეობის ტყვია და ჭურვი გამოიყენა (სავარაუდოდ, საუბარია ცრემლსადენი გაზის ჭურვზე — რედაქცია). მათ შორის არის ის ტყვიაც, რომელიც ლუკაშენკომ ბელარუსში მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენა.

ამავე თემაზე: