სუს-ის უფროსის მოადგილის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება ექნებათ მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გაკეთებული განცხადების მიხედვით, თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში პირბადეების გამოყენება და ხელის ჰიგიენა.

რაც შეეხება სასტუმროებს, ხოჯევანიშვილის თქმით, ტურიზმის ადმინისტრაცია და ეპიდემიოლოგები შეაფასებენ, აკმაყოფილებენ თუ არა ისინი სტანდარტს და რომელიც აკმაყოფილებს, ის გადაკეთდება საკარანტინო სივრცედ.

კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების გამო, მესტიაში შესვლა და გამოსვლა იზღუდება.