პრემიერმინისტრი გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის გამო მესტიის მუნიციპალიტეტში სპეციალური ღონისძიებების გატარდება, მათ შორის გადაადგილებაზე გარკვეული შეზღუდვები იქნება.

"გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია. ყველა იქნება მიხედული, არავი იქნება ყურადღების გარეშე. არაფერი საპანიკო არაა. ვმართავთ ამ პროცესს", — განაცხადა გახარიამ ჟურნალისტებთან.

10 აგვისტოს მესტიაში კორონავირუსის 17 შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.

"ინფიცირება სტუმრად ჩამოსული ადამიანისგან მოხდა. როგორც კი ეს ჩვენთვის ცნობილი გახდა, დაიწყეს ეპიდემოლოგებმა კვლევა, აიღეს 37 ბიოლოგიური ნიმუში, აქედან დადასტურდა 17 შემთხვევა", — განაცხადა ნინო ვიბლიანმა, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ.

მისივე განცხადებით, ინფიცირებულები შესაბამის კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო 5 ეკიპაჟი ღრმა ეპიდემოლოგიურ კვლევას ჩაატარებს.

ჯამში, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 250-მდე გაიზარდა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 1010 ადამიანი, გარდაცვლილი — 17. კარანტინის რეჟიმში 7 068 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 242 პაციენტია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: