სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა. ამის შესახებ რუსთავი 2-ს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, რამაზ ბუდაღაშვილი ესაუბრა.

მერის თქმით ბოლო 3 დღის განმავლობაში აღებული 1 552 PCR ტესტიდან ინფიცირების 2 შემთხვევაა დაფიქსირებული, 120 PCR ტესტის პასუხს კი ჯერ კიდევ ელოდებიან.

"ბოლო 3 დღის მანძილზე აღებული არის 1 552 PCR ტესტი. მოსული არის უკვე პასუხები. მხოლოდ არის 2 შემთხვევა, 2 დადებითი და დაახლოებით დარჩენილია 120 PCR ტესტის პასუხი. სოფელი ყარაჯალარი უკვე გაიხსნა, სოფელში უკვე მოხსნილია საკარანტინო რეჟიმი", — განაცხადა რამაზ ბუდაღაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო შეზღუდვები 24 ივლისს დაწესდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, საკოორდინაციო უწყებათაშორისმა საბჭომ გადაწყვეტილება მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო მიიღო.