შატილის მიმართულებით გზის მშენებლობა ოკუპანტი ქვეყნის ინტერესს ატარებს - დეა მეტრეველი
ლელო საქართველოსთვის ლიდერებმა - დეა მეტრეველმა და საბა ბუაძემ ჟინვალი-დათვისჯვრის უღელტეხილი-შატილი-მუცოს მონაკვეთზე მიმდინარე გზის ფართომასშტაბიან სამუშაოებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათობით მილიონი ლარია გამოყოფილი. ჩრდილოეთის მიმართულებით გზების სწრაფი ტემპით მშენებლობა ასევე დაგეგმილია ქვეშეთი-კობის, არხოტის, ავარეთ-კახეთის გზების მონაკვეთებზე, რასაც ლელოს ლიდერები აპროტესტებენ.
ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, დეა მეტრეველის თქმით, საქართველო შატილის გზის მიმართულებით გზის მშენებლობით ქვეყანაში ოკუპანტი ქვეყნის ინტერესს ატარებს.
"საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტ რუსეთთან დაჩქარებული წესით, გაუმჭვირვალედ აშენებს გზებს. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც მიზანმიმართულად აჩერებს დასავლეთის დერეფანს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სახით, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ხელისუფლებამ ამ პროექტის ფარგლებში ინვესტორებთან დადებული პირობა დაარღვია და ჩრდილოეთის მიმართულებით უდიდესი მასშტაბის მშენებლობა დაიწყო, მაშინ, როდესაც ხელისუფლება აჩერებს ანაკლიის პროექტს და არ აშენებს 18 კილომეტრიან გზას ზუგდიდიდან ანაკლიამდე, რაც პროექტის ფარგლებში იყო გათვალისწინებული", -აცხადებს დეა მეტრეველი.
ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის თქმით კი გაურკვეველია, რატომ იყო აუცილებელი აღნიშნული გზის დაჩქარებული მშენებლობა და ბიუჯეტიდან 30 მილიონის გამოყოფა. მშენებლობას, რომელსაც ქართული ოცნების შემომწირველი კომპანია ახოციელებს, ბუაძის განცხადებით, არანაირი ეკონომიკური სარგებელი არ აქვს.
"ქართული ოცნების ხელისუფლება გადაიქცა კულტურული მემკვიდრეობის განადგურების სახედ, ეს დაიწყო საყდრისის აფეთქებით და გაგრძელდა ხადას ხეობაში, სრულიად არასაჭირო მრავალმილიონიანი ავტომაგისტრალის მშენებლობით. პროცესი დღესაც გრძელდება ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, სადაც უნიკალური ლანდშაფტია. მდინარის კალაპოტს ავსებენ და გაჰყავთ გზა, რომელსაც არანაირი ეკონომიკური დასაბუთება არ აქვს. ეს არის გზა, რომლის მიმართაც ინტერესს გამოხატავდა კადიროვი. ჩვენ მივმართეთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, რომ მოეწოდებინათ მიმდინარე სამუშაოებზე ინფორმაცია, სადაც გვითხრეს ტყუილი, რომ ამ ადგილზე სამუშაოები არ მიმდინარეობს. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, დამალოს ფაქტი, რომ ჩრდილოეთისკენ იგება მაგისტრალები, რაც კიდევ ერთხელ ამხელს ხელისუფლების გეოპოლიტიკურ ინტერესებს. ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გაეცეს პასუხი ყველა კითხვას, რომელიც მიმდინარე სამუშაოებს მოჰფენს ნათელს. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ აღნიშნული მშენებლობით, რომელიც მნიშვნელოვანი დარღვევებით ხორციელდება, ქართული ოცნების შემომწირველი კომპანიის, შპს მამისონის ხელით ნადგურდება ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია, მდინარე არღუნის და მუცოს ხეობები და საფრთხე ექმნება იქ არსებულ უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას", -აცხადებს საბა ბუაძე.
ლელო აცხადებს, რომ ცალსახად მიესალმება მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა სოფლამდე გზების მიყვანას და მათ რეაბილიტაციას, თუმცა ეჭვს სწორედ გზების ფართომასშტაბიანი გაფართოებითი სამუშაოები იწვევს, რაც არანაირად არ წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობისთვის აუცილებლობას. მათივე თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ გზის მშენებლობის მიმართ ინტერესს ღიად გამოხატავს რუსეთის ფედერაცია.
ლელო ასევე აცხადებს რომ მოუწოდებს საზოგადოებას და ადგილობრივ მოსახლეობას სიფხიზლისკენ და მოითხოვს, ხელისუფლებისა და შესაბამისი ორგანოებისგან, გასცენ პასუხი საზოგადოების კითხვებს: ახლავს თუ არა პროექტს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული დასკვნა? განიხილა თუ არა პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა სამოქალაქო და არასამთავრობი სექტორის ჩართულობით აღნიშნული პროექტი? რა აუცილებელი გარემოებები არსებობს ამ მაღალბიუჯეტიანი პროექტის დაჩქარებული განხორციელებისთვის და რა ეკონომიკური სარგებელი შეიძლება მოუტანოს საქართველოს ჩრდილოეთით, ოკუპანტ რუსეთთან და ჩეჩნეთთან, დამაკავშირებელი გზების მშენებლობამ? ახლავს თუ არა პროექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტების დაზიანება/განადგურების თავიდან აცილების მიზნით მომზადებული დასკვნა და ასევე გარემოსთვის მიყენებული ზიანის აცილების მიზნით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნები? უქმნის თუ არა საფრთხეს პროექტი და მიმდინარე სამუშაოები რეგიონის ავთენტურობას და ტურიზმის განვითარებას, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის შემოსავლების ზრდის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია?
-
გადახედვათბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია! თბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!
-
გადახედვამთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა მთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა
-
გადახედვადააკავეს სამართალდამცავი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის — არასრულწლოვანის თანდასწრებითაც დააკავეს სამართალდამცავი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის — არასრულწლოვანის თანდასწრებითაც
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაკობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია კობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია
-
გადახედვაისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა ისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
კომენტარები