დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ინფექციური საავადმყოფოს დირექტირის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 25 ახალი ინფიცირებულლიდან ერთი აფხაზეთიდაან გადმოყვანილი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 10 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, 1 პაციენტი აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი, 1 დაადასტურებული შემთხვევა გაჩიანის წყაროდანაა, 16 — დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 1 სამედიცინო პერსონალი, 5 იმპორტირებული შემთხვევაა და ერთის შემთხვევაში წყარს იკვლევენ.

ჯამში, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 250-მდე გაიზარდა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 1010 ადამიანი, გარდაცვლილი — 17. კარანტინის რეჟიმში 7 068 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 242 პაციენტია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: