ენზელ მკოიანის განცხადებით, დეპუტატს მოკვლით ემუქრებიან. მისი თქმით, მკოიანს პირველად 20 ივლისს Facebook messenger-ის მეშვეობით დაურეკეს და რუსულად უთხრეს, ჩამოშორებოდა პოლიტიკას, თორემ ყველაზე ახლობელ ადამიანს წაართმევდნენ. როგორ ადვოკატი აღნიშნავს, მეორედ კი 24 ივლისს Whatsapp-ით დაუკავშირდნენ და მითითებულ ანგარიშებზე 5 მილიონი დოლარის ჩარიცხვა მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით დაემუქრნენ.

მურმანაშვილის განცხადებით, რადგან ენზელ მკოიანი მოქმედი პარლამენტარია და სურთ, რომ მასზე განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის საქმე გენერალურმა პროკურორმა გამოიძიოს. როგორც თავად ამბობს, 30 ივლისს მიმართეს კიდეც გენერალურ პროკურატურას, მაგრამ საქმე სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ განყოფილებას გადაეცა. ენზელ მკოიანი უკვე გამოიკიხთა. საქმე გამოძალვის მუხლითაა აღძრული.

უფლებადამცველის განცხადებით, მკოიანს ამერიკის ელჩთან შეხვედრა სურს და ყველა საელჩოს მოუწოდებს, რომ მისი უფლებები დაიცვან. ასევე, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისგან დახმარებას ითხოვს.

რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ პეტროსიანთან დაპირისპირებას, სადაც კადრებში ჩანს, რომ მკოიანი ქუჩაში იარაღიდან ისვრის, ტარიელ მურმანაშვილის თქმით, გამოძიება დასრულებულია და დადგენილია, რომ ენზელ მკოიანი "აუცილებელი მოგერიების ფარგლებში" მოქმედება.

ახალციხე ნიუსმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ მისდევს გადატენილი იარაღით ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი მოქალაქეს. მასთან ერთად არიან სხვა შეიარაღებული პირებიც.

ვიდეოს დასაწყისში ჩანს, რომ მკოიანი იარაღს ტენის და ვიღაცას უმიზნებს, თუმცა კადრში არ არის აღქმადი ვის. პოლიცია ცდილობს, შეიარაღებული დეპუტატი და მისი თანხმლები პირები მიწოლით შეაჩეროს, თუმცა მკოიანს ვერ იმორჩილებს. დეპუტატი პოლიციას ყელში წვდება და ასე იშორებს, სამართალდამცავი მას იარაღს არ ართმევს და გვერდით იწევა.

ჩანაწერის წარწერის მიხედვით, ეს კადრები 2020 წლის 26 მარტს არის გადაღებული, სწორედ ამ დროს გავრცელდა ინფორმაცია იმაზე, რომ მკოიანის სახლთან სროლა იყო. ადგილობრივი გამოცემები წერდნენ, რომ იარაღიდან 4-5-ჯერ გაისროლეს და ამას მკოიანსა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ სამველ პეტროსიანს შორის დაპირისპირებას უკავშირებდნენ. დაზუსტებით უცნობი იყო, რა გახდა სროლის მიზეზი.