მაჰათმა განდის სათვალე ბრისტოლელი აუქციონისტის საფოსტო ყუთში აღმოჩნდა
აუქციონისტის საფოსტო ყუთში გატარებული უქმეების შემდეგ, ინდოელი საზოგადო მოღვაწის, მაჰათმა განდის სათვალე მალე გასაყიდად გამოჩნდება.
East Bristol Auctions-ის თანამშრომლებმა მოკრძალებულ კონვერტში მოთავსებული სათვალე წინა კვირას იპოვეს.
როგორც აუქციონისტი ენდრიუ სტოუ ამბობს, ნივთი, რომლის ღირებულებაც 15 ათას გირვანქა სტერლინგს (60 ათასი ლარი) აღემატება, კომპანიის არსებობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარია.
მისი თქმით, სათვალის მფლობელს "ლამის გულმა დაარტყა", როცა ნივთის ღირებულება შეიტყო.
"ვიღაცამ ჩვენს საფოსტო ყუთში მოათავსა პარასკევს და ორშაბათამდე იქ მოუწია დროის გატარება", — ამბობს სტოუ.
"როცა ჩემმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა ნივთი გადმომცა, ბარათიც თან მოაყოლა, სადაც ეწერა, რომ ეს განდის სათვალე იყო. მე კი, უბრალოდ, ვთქვი, რომ საინტერესო რაღაცა იყო და სამუშაო დღე განვაგრძე".
თუმცა, როგორც სტოუ დასძენს, ნივთის შესწავლის შემდეგ ლამის "სკამიდან გადმოვარდა", როცა შეიტყო, რომ ამ მოოქროვილ, მრგვალ ბუდეში ჩასმულ სათვალეს თავის დროზე ცნობილი ინდოელი სამოქალაქო აქტივისტი ატარებდა.
"როცა ამის თაობაზე მფლობელს დავურეკე, ლამის გულმა დაარტყა", — ამბობს სტოუ.
სტოუს თქმით, მფლობელმა მას უთხრა, რომ სათვალე თაობიდან თაობას გადაეცემოდა მას შემდეგ, რაც მისი წინაპარი 1920-იან წლებში განდის სამხრეთ აფრიკაში შეხვდა.
"თვალი გადავავლეთ თარიღებს და ყველაფერი ემთხვევა. მათ შორის ის თარიღიც, როცა განდიმ სათვალის ტარება დაიწყო", — ამბობს იგი.
"ალბათ ერთ-ერთი პირველი სათვალე იყო, რომელიც მას ჰქონდა, რადგან პატარა ნომერი აქვს.
"განდი იმითაც იყო ცნობილი, რომ თავის საკუთარ ნივთებს ხშირად ჩუქნიდა ადამიანებს".
სტოუ ამბობს, რომ სათვალით დაინტერესება დიდია, განსაკუთრებით ინდოეთიდან, ამიტომ ძალიან გაუმართლათ, რომ ნივთი ხელუხლებლად აღმოჩნდა მათ ხელში.
"უბრალოდ, მოკრძალებულ თეთრ კონვერტში იყო მოთავსებული. თავისუფლად შეიძლებოდა, ვინმეს მოეპარა, ყუთიდან გადმოვარდნილიყო ან სანაგვეზე აღმოჩენილიყო.
"ალბათ ჩვენი კომპანიისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარია", — აღნიშნავს იგი.
განდის სათვალე ონლაინ-აუქციონზე გასაყიდად 21 აგვისტოს გამოჩნდება.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები