საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და მოძრაობა ეკვილიბრიუმის თაოსნობით ახალქალაქის ოთხ სოფელში ქართული ბიბლიოთეკა მოაწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ავრცელებს.

"გუშინდელი არცთუ სასიამოვნო ამბების ფონზე ახალქალაქისვე ოთხ სოფელში - ხორენია, ალსატანი, გოკიო, ვარევანი - პატარა ქართული ბიბლიოთეკა მოვაწყვეთ. მალე სხვა ოთხ სოფელსაც ვესტუმრებით და ნოემბრის ბოლოს ამ რაიონის ყველა სოფლის სკოლაში ჩვენი კვალი იქნება. წიგნის კვალი.

მეგზური კვლავაც შესანიშნავი მექართულე და კარგი პროფესიონალი - ტერეზა ჩივჩიანი გახლდათ", — აღნიშნავს კეკელიძე.