მინსკში არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამოსული მოსახლეობა პოლიციამ რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. ხალხის ნაწილი დაშავებულია, ნაწილი პოლიციამ დააკავა.

სახელმწიფო ტელევიზიის ეგზიტპოლების მიხედვით, ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების დაახლოებით 80 პროცენტი, მისმა მეტოქე სვეტლანა ტიხანოვსკაიამ — 7 პროცენტი.

"მე თვალებს ვუჯერებ, ვხედავ, რომ უმრავლესობა ჩვენთანაა" — განაცხადა ტიხანოვსკაიამ.

ოპოზიციის განცხადებით, ხმების გაყალბება მოსალოდნელი იყო, ამიტომ მონაცემების ალტერნატიული დათვლაა საჭირო.

მინსკის გარდა, უფრო მცირე მასშტაბის აქციაჩატარდა ბრესტსა და ჟოდინოში.

ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო, ქვეყანას 1994 წლიდან მართავს. ლუკაშენკოს ევროპის უკანასკნელ დიქტატორსაც უწოდებენ.

გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაიაა, რომელიც ერთ-ერთი კანდიდატია მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ. მისი პოლიტიკურად გააქტიურება, მისი ქმრის, პოპულარული ოპოზიციონერი ბლოგერის, სერგეი ტიხანოვსკის დაკავების შემდეგ დაიწყო.

ამავე თემაზე: 26 წელი პრეზიდენტად — ვინ არის ლუკაშენკო და რა ხდება ბელარუსში