დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 10 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

როგორც ინფექციური საავადყოფოს დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, ინფიცირებულებიდან ერთი არის გაჩიანიდან, 16 — დადასტურებული შემთხვევების კონტაქტი, 1 — სამედიცინო პერსონალი, 5 — იმპორტირებული შემთხვევაა, ერთი კი აფხაზეთიდან გადმოყვანილია. ამასთან, ერთის შემთხვევაში წყარო დადგენილი ჯერ არაა.

ჯამში, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 250-მდე გაიზარდა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 1010 ადამიანი, გარდაცვლილი — 17. კარანტინის რეჟიმში 7 068 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 242 პაციენტია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: