თბილისში, მშვიდობის ხიდზე ლიბანის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქცია სახელწოდებით "სოლიდარობა ლიბანს" ჰიშო ვებემ, ლიბანელმა სტუდენტმა და American chamber of commerce-ის ამბასადორმა დააორგანიზა.

აქციის მსვლელობისას მონაწილეებმა სანთლები აანთეს. მათ სანთლების ასანთებად ცეცხლი ერთმანეთს გაუზიარეს, რაც სიმბოლურ ხასიათს ატარებდა.

როგორც მათ აღნიშნეს, აქციის ორგანიზებაში American chamber of commerce-მა და Red Cross-მა გაუწიეს დახმარება.