ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა. საარჩევნო უბნები საღამოს 20:00 საათზე დაიკეტა, მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურა.

წინასწარი შედეგების მიხედვით, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 79.7 პროცენტი უჭერს მხარს. მის მთავარ მოწინააღმდეგეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას კი 6.8 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.

გამოკითხვაში მონაწილეობა 67.6 პროცენტმა მიიღო, უარი თქვა 32.4-მა. ჯამში 320 უბანზე 12 340 ამომრჩეველი გამოიკითხა.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას სულ 6 კანდიდატი იღებდა. ბელარუსის საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, საღამოს 18:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 79.1 პროცენტი იყო.

ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო, ქვეყანას 1994 წლიდან მართავს. ლუკაშენკოს ევროპის უკანასკნელ დიქტატორსაც უწოდებენ.

გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაიაა, რომელიც ერთ-ერთი კანდიდატია მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ. მისი პოლიტიკურად გააქტიურება, მისი ქმრის, პოპულარული ოპოზიციონერი ბლოგერის, სერგეი ტიხანოვსკის დაკავების შემდეგ დაიწყო.

ასევე წაიკითხეთ: