სამტრედიაში კაცს მატარებელი დაეჯახა. უბედური შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო On.ge-სთან ადასტურებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.