ოპრა უინფრი ბილბორდებით აფროამერიკელი მოქალაქის მკვლელობის სამართლიან გამოძიებას ითხოვს
მსოფლიოში ცნობილი მსახიობი და სატელევიზიო სახე ოპრა უინფრი გასულ მარტს პოლიციელების სროლის შედეგად კენტუკის შტატში მოკლული 26 წლის აფროამერიკელი ბრეონა ტეილორის საქმეზე სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით ყველა შესაძლო ხერხს მიმართავს.
კენტუკის შტატ ქალაქ ლუისვილში, სადაც დაღუპული ტეილორი ცხოვრობდა, ბილბორდები გამოჩნდა, რომლითაც იმ პოლიცილების დასჯას მოითხოვენ, რომლებიც ბრეონა ტეილორის მკვლელობაში არიან გარეული.
ლუისვილის ირგვლივ ამ მოთხოვნით სულ 26 ბილბორდი გამოჩნდა — დაღუპული ბრეონა ტეილორის ასაკის მსგავსად.
CNN-ის ინფორმაციით, ბრეონა ტეილორი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრი იყო, პოლიციამ რამდენიმე გასროლით მის სახლში შეჭრისას მოკლა.
ბილბორდები ოპრა უინფრის აქტიური პოლიტიკის ნაწილია, რომლითაც რასობრივი ნიშნით შესაძლო დანაშაულებების სამართლიან და გამჭირვალე გამოძიებას ბოლო კვირების განმავლობაში აქტიურად მოითხოვს.
ბილბორდების გამოჩენამდე 30 ივლისს ოპრა უინფრიმ თავისი ცნობილი ყოველთვიური ჟურნალის O, The Oprah Magazine ყდა გამოაქვეყნა, რომელზეც ბრეონა ტეილორის ილუსტრაციაა გამოსახული. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ოცწლიანი ისტორიის მქონე ამ ჟურნალის ყდაზე ოპრა არ არის გამოსახული და ის მთლიანად სხვა პიროვნებას ეთმობა.
ჟურნალი სექტემბერში გამოიცემა და ბილბორდებზე გამოქვეყნებული განცხადებაც სწორედ ამ კამპანიის ნაწილია.
"სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით ყველა შესაძლო საშუალება უნდა გამოვიყენოთ. სწორედ ამიტომაცა ბრეონა ტეილორი O, The Oprah Magazine-ის ყდაზე გამოსახული. მე მოვითხოვ მისი მკვლელობის გამო სამართლიანობის აღდგენას. ჟურნალის სექტემბრის ნომერი მას და ყველა იმ შავკანიან ქალს მიაგებს პატივს, რომელთა სიცოცხლეც მეტისმეტად ნაადრევად დასრულდა", — განაცხადა ოპრა უინფრიმ.
25 მაისს დაკავებისას აშშ-ის კიდევ ერთი აფროამერიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ როგორც ამერიკაში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ანტირასისტული საპროტესტო აქციები გაიმართა. აშშ-ში აქციის მონაწილეები პოლიციელების მიერ მოკლული შავკანიანი მოქალაქეების საქმეების გამოძიებას და შესაძლო დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა სწორედ ბრეონა ტეილორის გარდაცვალებაა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები