ტყიბულში მანქანაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს On.ge-სთან ადასტურებს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.