ADS Georgia-ს ფარგლებში ლივინგსტონის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრა გაიმართება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017 წლიდან პროექტი "ADS Georgia — კრეატიული სააგენტოები საქართველოში" მიმდინარეობს. ADS Georgia ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პროექტია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე არსებული ძირითადი კრეატიული და საკომუნიკაციო სააგენტოები, ნახონ, ვინ და როგორ ქმნის მათთვის ცნობილ სარეკლამო კამპანიებს, მიიღონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინდუსტრიის შესახებ შესაბამისი გამოცდილების მქონე პირებისგან, შედეგად კი გაუღრმავდეთ ინტერესი სფეროს მიმართ.
მეორე მხრივ, სააგენტოებს აქვთ საკუთარი ცნობადობის გაზრდის შესაძლებლობა იმ სეგმენტში, რომელშიც ეძებენ ახალ, ენერგიულ და ნიჭიერ კადრებს.
ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, 2020 წელს პროექტი დისტანციურად ტარდება. ADS Georgia 2020-ის ბოლო კვირეულს კრეატიული სააგენტო Leavingstone-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი Folker Wrage გამართავს. შეხვედრები 10 და 13 აგვისტოს, 16:00 საათზე ფეისბუქლაივის მეშვეობით ჩატარდება.
Folker Wrage, კრეატიული სააგენტო ლივინგსტონის ახალი დირექტორი, 25 წელზე მეტია საკომუნიკაცო სფეროში მუშაობს. თანამშრომლობდა ისეთ საერთაშორისო სააგენტოებთან, როგორებიცაა: McCann, Publicis, Ogilvy, Saatchi & Saatchi, Leo Burnett, Havas.
მუშაობდა გერმანიაში, აშშ-ში, თურქეთსა და შვეიცარიაში. რამდენიმე წლის წინ საკონსულტაციო და სარეკლამო სააგენტო Wrage/Antwort გახსნა. ფოლკერი საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალების, მათ შორის კანის ლომების ხშირი სტუმარია. მას კარგად იცნობენ ქართული სარეკლამო ფესტივალის Ad Black Sea მონაწილეებიც – 2015 წლიდან მოყოლებული ფესტივალის ჟიურის პრეზიდენტია.
უკვე ოთხი წელია, ფოლკერი შთაბეჭდილებებს, ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს ქართველ კრეატორებს შთამაგონებელი სემინარების, ვორკშოპებისა და პანელური დისკუსიების სახით.
10 აგვისტოს შეხვედრის სასაუბრო თემა: "Advertising is dead".
ადგილი: ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ფესბუქგვერდი
სამუშაო ენა: ინგლისური
პროექტის პარტნიორია საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია [ACAG].
ADS Georgia-ს პარტნიორები არიან საქართველოში მოქმედი წამყვანი კრეატიული და საკომუნიკაციო სააგენტოები:
● Redberry • რედბერი
● HOLMES&WATSON
● Leavingstone
● JWT Metro
● Windfor's
● BetterFly
● Elliot Webber
● Saatchi & Saatchi Tbilisi
● AdvertWise
● 4MEDIA
● Hans & Gruber
● Ogilvy
● ABK
● ჯეპრა
2017 წლიდან მიმდინარეობს შეხვედრების ვიდეოგადაღება და დამუშავება. 2020 წლის შემოდგომაზე იგეგმება ADS Georgia-ს საიტის პრეზენტირება, რომელიც 300-ზე მეტ ვიდეომასალას გააერთიანებს და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
-
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
კომენტარები