თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე ავტომობილი სკვერში შევარდა და ქვეითს დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის, ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.