ახალქალაქში დაპირისპირებაა, ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ
ახალქალაქში დაპირისპირებაა. გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც.
გამოცემა jnews.ge ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს ხალხმრავლობა, ისმის მტვრევის ხმა. ჟურნალისტი ჰყვება, რომ იყო სროლაც, მოკლულია ერთი ადამიანი, ერთი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მისივე თქმით, დაუმტვრიეს კამერა, ემუქრებიან და ეუბნებიან, რომ გადაღება არ შეიძლება. ვიდეოს დასაწყისში ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ პოლიცია არ ჩანს, თუმცა შემდგომ ამბობს, რომ უკვე მოვიდა და სამართალდამცველები კადრშიც ჩნდებიან.
jnews წერს, რომ ახალგაზრდების ჯგუფმა სასტუმროს კარები და ფანჯრების ჩაამტვრია, რის შემდეგაც ცეცხლი გაჩნდა. ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ დაპირისპირება მანამდე მომხდარმა მკვლელობამ გამოიწვია.
"ჩვენთან საავადმყოფოში შემოიყვანეს ერთი გარდაცვლილი, 27 წლის ბიჭი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით გულის არეში ჰქონდა ჭრილობა მიყენებული, როცა ჯგუფი მივიდა უკვე გარდაცვლილი იყო. მეორე ახალგაზრდა ბიჭს მსუბუქი დაზიანება ჰქონდა. ქირურგმა ნახა მცირე დაზიანება იყო ხერხემლის არეში და უკვე გაეწერა ჩვენგან", — აცხადებს ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერი "სამხრეთის კარიბჭესთან".
jnews-ის ინფორმაციით, დაპირისპირება გრძელდება და შეკრებილებმა სასტუმროს მფლობელის ორი სახლი გადაწვეს.
On.ge დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც დეტალებზე არ საუბრობენ. უწყებაში ადასტურებენ ერთი ადამიანის მკვლელობას, თუმცა არ აზუსტებენ, ეს მოხდა დაპირისპირებამდე, რაც შესაძლოა გამხდარიყო ჩხუბის მიზეზი თუ ადამიანი დაიღუპა დაპირისპირებისას. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლისა და 236 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით მიმდინარეობს, რაც განზრას მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებას გულისხმობს.
On.ge ცდილობს დეტალების გარკვევას.
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები