ზურა ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარად იყრის კენჭს
გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარად იყრის კენჭს. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა.
"იმის გამო რომ დროში გაიწელა თბილისის 6 ოქლის გარდა სხვა ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესი, გირჩმა მიიღო გადაწყვეტილება ჩაერთოს მაჟორიტარულ არჩევნებში.
მიუხედავად იმისა რომ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ჩემი აქტიური ჩართულობა გირჩის წინასაარჩევნო კამპანიაში ქვეყნის მასშტაბით, რთულად წარმომიდგენია გირჩის მონაწილეობა მაჟორიტარულ არჩევნებში ისე რომ მე არ ვიყო კანდიდატი რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში", — წერს ჯაფარიძე.
როგორც ჯაფარიძე ამბობს, მას წინასწარი კონსულტაციები რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან ჰქონდა, რომლებმაც კენთილგანწყობა დაუდასტურეს. მას იმედი აქვს, რომ ეს კეთილგანწყობა პოლიტიკურ მხარდაჭერაში გადაიზრდება.
ზურაბ ჯაფარიძეს ნათქვამია აქვს, რომ თუ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ის ვაკეში იყრიდა კენჭს. ამავე დროს, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ვაკეში კანდიდატად ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია წარადგინა.
ოპოზიცია თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებზე აქამდე შეთანხმდა, ხოლო რეგიონებში ყველა პარტიას თავისი კანდიდატი ეყოლება. თბილისში ადგილები ასე გადანაწილდა:
- ვაკე — ელენე ხოშტარია;
- გლდანი — ნიკა მელია;
- ისანი — გიორგი ვაშაძე;
- სამგორი — ლევან ხაბეიშვილი;
- მთაწმინდა და კრწანისი — შალვა შავგულიძე;
- ნაძალადევი — შალვა ნათელაშვილი.
თბილისში სულ 8 მაჟორიტარული ოლქია. ოპოზიციას, ზურაბ ჯაფარიძის ჩათვლით, უკვე ჰყავს 7 კანდიდატი. ამ დრომდე ღიად რჩება საბურთალოზე საერთო კანდიდატის საკითხი. ცნობილია, რომ ქართული ოცნებიდან იქ დეპუტატობისთვის დავით სერგეენკო იბრძოლებს, ლელოდან ბადრი ჯაფარიძე. ამასთან, კანდიდატი იქნება ალეკო ელისაშვილიც.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება. 8 მარტის შეთანხმების შედეგად, წელს ახალი სისყემა, 120/30 ჩატარდება, რომლის მიხედვით, პარლამენტში 120 დეპუტატი შევა პარტიული სიით, ხოლო 30 მაჟორიტარულად.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები