ფონიჭალაში 1 წლამდე ბავშვი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.