ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ელიოტ ენგელისა და კომიტეტის წევრის, მაიკლ მაკკაულის განცხადებით, რუსეთის მხრიდან საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ჩარევა კვლავ გრძელდება. ისინი ამ განცხადებით აგვისტოს ომის 12 წლისთავს გამოეხმაურნენ. კომიტეტეის წევრების თქმითვე, საქართველომ დაამტკიცა, რომ ამერიკისა და ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია.

"საქართველოში რუსეთის წინდაუხედავი შეჭრიდან 12 წლის შემდეგ, სამხრეთ კავკასიის და აფხაზეთი ოკუპაცია და საქართველოს საშინაო პოლიტიკაში მუდმივი ჩარევა კვლავ გრძელდება. ეს საქციელი მიუღებელი იყო 2008 წელს და მიუღებელია ახლაც. ქართველი ხალხი კვლავ იბრძვის დემოკრატიული სახელმწიფოს შესაქმნელად და დაამტკიცა, რომ არის ამერიკისა და NATO-ს მნიშვნელოვანი პარტნიორი, განსაკუთრებით ავღანეთში. ჩვენ უნდა განვაგრძოთ საქართველოს და უკრაინის და ყველა იმ ჩვენი პარტნიორობის სუვერენულობის გულითადი დახმარება, რომლებიც პუტინის მტრული ქმედებებით ზიანდება", — ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ ადამ კინზინგერმა განაცხადა, რომ დროა, საქართველო NATO-ს სრულფასოვანი წელი გახდეს. "ათვლის წერტილი არის 12 წელი. 12 წელი ძალიან გრძელია და საქართველოსთვის დრო დადგა გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი. ის, რომ საქართველო ოკუპირებულია, არ უნდა გახადეს მიზეზი, რომ არ გახდეს ნატო-ს წევრი".