საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახე არის ის, როცა "სამხედრო თვითმფრინავის დანახვაზე გარბის ბრძოლის ველიდან". ასე უპასუხა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების კითხვას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელმაც თქვა, რომ აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს სისხლის სამართლის ტრიბუნალს დამოუკიდებელმა ექსპერტებმა მიმართეს.

"მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში აქვს ორი სახე: ერთი, ნამდვილი სახე არის, როდესაც ის სამხედრო თვითმფრინავის დანახვაზე გარბის ბრძოლის ველიდან, ტოვებს სტუმრებს, ტოვებს დაცვის წევრებს და მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც მის გარშემო არიან და და მეორე სახე, როდესაც ის ჰააგაში დგას და ყალბი განცხადებებით ეხმაურება საქართველოს ინტერესებს. რა თქმა უნდა, რაც მან გააკეთა, არის პოლიტიკური ფარისევლობის უმაღლესი მწვერვალი", — განაცხადა თალაკვაძემ.