დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

8 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია StopCov-ზე განახლდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სამივე შემთხვევა იმპორტირებულია და მათგან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 216-მდე გაიზარდა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 996 ადამიანი, გარდაცვლილი — 17. კარანტინის რეჟიმში 7 166 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 282 პაციენტია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: