BBC-ის ცნობით, ინდოეთში, სადაც თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა, დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა.

გაზრდილია დაშავებულთა რიცხვიც. მედიის ცნობით, სულ მცირე, 89 ადამიანი, მათ შორის, რამდენიმე სერიოზული დაზიანებით, ადგილობრივ კლინიკებში მოათავსეს.

ინცინდენტი, რომლის დროსაც, თვითმფრინავი დასაჯდომი ზოლიდან გადავიდა და ორად გაიპო, ადგილობრივი დროით 19:00 მოხდა. მიზეზად ძლიერი წვიმა სახელდება.