ქართული ოცნების ყრილობაზე პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა წარადგინა, დელეგატებმა კი წარდგენილ სიას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

პოლიტსაბჭოს განახლებულ სიაში მოხვდნენ პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი, დავით ბაქრაძე.

პოლიტსაბჭოს დანარჩენი წევრების სრული სია კი ასეთია:

ახალი წევრები:

  • დავით კოღუაშვილი
  • მამუკა მდინარაძე
  • ირინე ფრუიძე
  • რომან კაკულია
  • სოფიო კილაძე
  • აკაკი ზოიძე
  • ზვიად გონაძე

ძველი წევრები:

  • გია ვოლსკი
  • მანანა კობახიძე
  • ეკა ბესელია
  • ირაკლი სესიაშვილი
  • ირაკლი ტრიპოლსკი
  • თემურ ჭკუასელი
  • დავით საგანელიძე
  • ნოდარ ხადური
  • ზვიად კვაჭანტირაძე
  • გედევან ფოფხაძე