პოლიტიკური გაერთიანების, ლელო საქართველოსთვის, გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე, ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარტიის ლიდერები: საბა ბუაძე და გრიგოლ გეგელია. როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, საარჩევნო პროცესში ეუთო/ოდირის ჩართულობა, როგორც ყოველთვის, მნიშვნელოვანია, "რათა მმართველმა ძალამ მის ხელში არსებული რესურსები უკანონოდ არ გამოიყენოს".

"ლელო საქართველოსთვის გამოვთქვამთ სურვილს, რომ მთელ საარჩევნო პროცესზე მოხდეს მაქსიმალური დაკვირვება და ოქტომბრის არჩევნებზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი გვყავდეს. წლევანდელი არჩევნები ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი. ამიტომ, აუცილებელია, ჩვენი ევროპელი მეგობრების დახმარებით, შევქმნათ ნორმალური საარჩევნო გარემო და მმართველ ძალას არ მივცეთ შესაძლებლობა, უკანონოდ გამოიყენოს მის ხელში არსებული რესურსები", — განაცხადა ჯაფარიძემ.