საქართველოს ეროვნული ლატარია დღეიდან შესაძლებლობას გაძლევთ, ერთ ლარად შეძენილი ბილეთით მოიგოთ 200 ათასი ლარი. საქართველოს ეროვნული ლატარია უკვე ორი წელია, მომხმარებელს ყოველდღიურ ტირაჟიან ლოტო "5/35-ოქროს ბურთს" სთავაზობს. "5/35-ოქროს ბურთის" გათამაშება გადაიცემა ყოველდღე რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში 20:30 საათზე. ბილეთის ღირებულება კი მხოლოდ ერთი ლარია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ ერთ ლარად შეგიძლიათ, მოიგოთ 200 000 ლარი.

სოლიდურია მეორე საპრიზო კატეგორიაც და ის 32 ათას ლარზე მეტს შეადგენს. მეორე საპრიზო კატეგორიის მოსაგებად მომხმარებელმა უნდა შეძლოს 5 ციფრის გამოცნობა.

"5/35-ოქროს ბურთის" ბილეთის ყიდვა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით ლატარიის ჯიხურებში, კომპანიიის სერვის-ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია დიდ სავაჭრო მოლებში და ასევე კომპანიის ვებგვერდზე.

"ოქროს ბურთის" თამაშის წესები მარტივია:

  • ბილეთის შეძენისას მოცემული 1-დან 35-ის ჩათვლით. ციფრებიდან უნდა აირჩიოთ თქვენთვის სასურველი 5 ციფრის კომბინაცია;
  • ერთი კომბინაციის ფასი მხოლოდ 1 ლარია;
  • ბილეთი მომგებიანია, თუ თქვენ მიერ არჩეული ციფრებიდან ლოტოტრონის მიერ გამოვლენილს დაეთხვევა 2 ციფრი;
  • ჯეკპოტი მოგებულია იმ შემთხვევაში, თუ ლოტოტრონი გამოავლენს თქვენ მიერ არჩეულ ხუთივე ციფრს და დოლურიდან დამატებით ჩამოვარდება ოქროს ბურთი.

ორი წლის განმავლობაში "5/35-ოქროს ბურთში" ჯეკპოტი უკვე ორჯერ გათამაშდა: 218 322 ლარი მოიგო სტუდენტმა, ქრისტინა ბურჯანაძემ, ქუთაისიდან. მან მოგებული თანხით სწავლა ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელა. მეორე ჯეკპოტი — 129 721 ლარი — წილად ხვდა მარტოხელა დედას, ნანული ოსიტაშვილს, რუსთავიდან, რომელმაც მოგებული თანხით საცხოვრებელი ბინა შეიძინა.

ამდენად, 1 ლარად სოლიდური თანხის მოგება შესაძლებელია და შანსს თქვენ საქართველოს ეროვნული ლატარია ლოტო "5/35-ოქროს ბურთის" საშუალებით გაძლევთ.

#მოგებაშეუძლიაყველას #იგებსისვინცთამაშობს #გამდიდრდი